3. მულტიდისციპლინარული: გეოდინამიკური, ჰიდროდინამიკური, ჰიდროქიმიური, გეოფიზიკური, მეტეოროლოგიური და სეისმური ინფორმაციის უნიფიცირებული მონაცემთა ბაზის შექმნა და მასალის ანალიზი.
3.1 ბაზის სტანდარტების, სტრუქტურის და ფორმატის შერჩევა და შევსება. გაგრძელდა მონაცემთა ბაზის შევსება გაზომილი პარამეტრით. ბაზას დაემატა სომხეთიდან მოწოდებული მასალა და გაფარდოვდა ახალი პარამეტრების ხარჯზე (დანართი 1-2). შეგროვებული მასალა მუშავდება ერთდროულად GIS სისტემის გამოყენებით. მომზადდა ვებ-გვერდი (http://gga.ge/index2.php?s=51) სადაც განთავსდა დამუშავებული მასალები საჯარო მომხმარებისთვის.
3.2. კომპლექსური მულტიპარამეტრული მონაცემების გაფილტვრა მეტეოროლოგიური, სეზონური და სხვა ეგზოგენული სიგნალებისგან. გეოპროცესების დინამიკის კვლევისათვის დავიწყეთ მონაცემების დამუშავება წრფივი მეთოდებით MatLAb გარემოში შემუშავებული პროგრამული პაკეტით.
პარამეტრის ცვლილება განპიროვნებულია სხვა და სხვა ფაქტორებით, მათ შორის: დედამიწის მიმოქცევითი ვარიაციებით, ატმოსფერული წნევით, ნალექიანობით გამოწვეული სეზონური ცვლილებებით და გეოდეფორმაციული დაძაბულობით. ჰიდროდინამიკური სიგნალის დაყვანილი მნიშვნელობის მისაღებად მოვახდინეთ მულტი-სიგნალების დაშლა სპეციალურად შემუშავებული პროგრამით RestDans. ანალიზის შედეგად გამოყოფილი იქნა მიმოქცევითი ვარიაციები და ატმოსფერული წნევის მდგენელები. მოხდა სუფთა გეოდინამიკური მდგენელის გამოყოფა (დანართი 3).
შემდეგში ასევე გაგრძელდება მასალის დამუშავება სხვა, მათ შორის არაწრფივი ანალიზის მეთოდებით.
მოცემულია, ანგარიშის შესაბამის პერიოდში სადგურებიდან მიღებული მონაცემთა დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევები მიწისძვრის წინა და მის შემდგომ პერიოდში.
აჯამეთის სადგური
დარღვევა დაფიქსირდა 04.02.2015 წლის მიწისძვრის დროს, Mag=4.1, აჯამეთის ჭაბურღილიდან 460კმ-ში. მიწისძვრის წინა პერიოდში მოხდა წყლის დონის გაზრდა რასაც მოყვა მისი ვარდნა მიწისვრის შემდგომ პერიოდში. (ლურჯი ფერით აღნიშნულია წყლის დონის ცვლილება, შავი ფერის მრუდით აღნიშნულია ატმოსფერული წნევის მნიშვნელობა, წითელი ვერტიკალური ხაზები აღნიშნავენ მიწისძვრებს.)
ანომალიის გამოვლენისა და გეოდინამიური მდგენელის გამოყოფის მიზნით, პროგრამა M Matlab-ის გარემოში ხდება ატმოსფერული წნევის გავლენის მოხსნა, შემდეგ მიმოქცევითი ვარიაციების ეგზოგენური თეორიული სიგნალისა და წყლის დონის ორიგინალი მნიშვნელობების შედარება და დარღვევების ე.წ. ,,გეოდინამიურ მდგენელის” გამოყოფა. სურ.2.
20.02-02.03.2015 პერიოდში აჯამეთის ჭაბურღილზე დაფიქსირდა დარღვევები შემდეგი მიწისძვრებისთვის:
დანართში #5 ,,ველები” ნათლად ჩანს გეოდეფორმაციული ველის ევოლუცია მიწისძვრის მომზადებისა და მის შემდგომ პერიოდში.
ქობულეთის სადგური
დანართში ,,ველები” ნათლად ჩანს გეოდეფორმაციული ველის ევოლუცია მიწისძვრის მომზადებისა და მის შემდგომ პერიოდში.
ნაქალაქევის სადგური
დანართში ,,ველები” ნათლად ჩანს გეოდეფორმაციული ველის ევოლუცია მიწისძვრის მომზადებისა და მის შემდგომ პერიოდში.
ლაგოდეხი
დანართში #5 ,,ველები” ნათლად ჩანს გეოდეფორმაციული ველის ევოლუცია მიწისძვრის მომზადებისა და მის შემდგომ პერიოდში.
3.4. რეგიონალური გეოდეფორმაციული და სეისმური ველების ცვლილებების და მათი ურთიერთ-გავლენების შესწავლა. გეოდინამიკური ველის სურათის აგების მიზნით ხდება რეჟიმული მასალიდან ჰიდროდინამიკური სიგნალის დაყვანილი მნიშვნელობების გადაანგარიშება ერთიან დაძაბულობის ველად სპეციალიზირებული პროგრამის მეშვეობით. ამ ველის დროში და სივრცეში ევოლუცია დარდება ამავე პერიოდში დაფიქსირებული მიწისძვრებით გამოწვეულ სეისმური ველთან (იხილეთ 3.2). ეს ანალიზი საშუალებას გვაძლევს სეისმური რისკის შესახებ ეფექტური და საიმედო ინფორმაცია მივიღოთ (დანართი 4).