×
დაგავიწყდათ პაროლი?
×
Loading...
სიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტიბმულები
რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს გეოთერმული პოტენციალის შესწავლა ჰიდროგეოქიმიური და იზოტოპური მეთოდებით 2019-2022

სსიპ შოთა რუსთაველისსაქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

კვლევითი საგრანტო პროექტის პროგრამული ანგარიში

თავფურცელი / ზოგადი ინფორმაცია

1

საგრანტო ხელშეკრულება №

ТАК-18-19173

2

საანგარიშო პერიოდი

პირველი

3

ანგარიშის ტიპი

· შუალედური

· პირველადი/დაზუსტებული:

შუალედური

4

ანგარიშის პერიოდულობა

(ექვსთვიანი / წლიური / სხვ.)

წლიური

5

საგრანტო პროექტის სახელწოდება:

საქართველოს გეოთერმული პოტენციალის შესწავლა ჰიდროგეოქიმიური და იზოტოპური მეთოდებით

6

კონკურსი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა პროექტი:

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი

7

სამეცნიერო მიმართულება:

ქვე-მიმართულება:

(მიუთითეთ სიტყვიერად და კოდი კლასიფიკატორიდან):

1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

1.5 დედამიწის და მათთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი;

1.5.11 ოკეანოგრაფია, ჰიდროლოგია, წყლის რესურსები

8

გრანტის მიმღები წამყვანი ორგანიზაცია

· ორგანიზაციის დასახელება:

· სტატუსი (სსიპ, ააიპ, სხვ.):

· საიდენტიფიკაციო კოდი:

სსიპ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

204864548

9

გრანტის მიმღები წამყვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი/პასუხისმგებელი პირი:

(სახელი, გვარი, თანამდებობა ტელ. ელ. ფოსტა)

გიორგი შერვაშიძე

რექტორი, rector@tsu.ge, 2 22 02 41

10

საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი:

(სახელი, გვარი, ტელ. ელ. ფოსტა)

იშტვან ფორისი

11

საგრანტო პროექტის ბუღალტერი:

(სახელი, გვარი, ტელ. ელ. ფოსტა)

თინათინ ქებულია

12

თანამონაწილე ორგანიზაცია

· ორგანიზაციის სახელი:

· პასუხისმგებელი პირი:

(სახელი, გვარი, პოზიცია, ტელ. ელ. ფოსტა)

-

13

თანადამფინანსებელი ორგანიზაცია

· ორგანიზაციის სახელი:

· პასუხისმგებელი პირი:

(სახელი, გვარი, პოზიცია, ტელ. ელ. ფოსტა)

-

10

პროექტის ხანგრძლივობა (თვეების რაოდენობა):

· პროექტის დაწყება (რიცხვი/თვე/წელი):

· პროექტის დასრულება (რიცხვი/თვე/წელი):

25.02.2019

24.02 2022

11

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი:

239400

12

ფონდიდან მიღებული გრანტის მთლიანი ოდენობა:

(საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული)

79800

13

საანგარიშო პერიოდისთვის ფონდიდან მიღებული გრანტიდანგაწეული ხარჯი:

61378.93

14

ბიუჯეტის ნაშთი

· ნაშთი გადარიცხული თანხიდან

· ნაშთი დამტკიცებული ბიუჯეტიდან

18421.07

  1. საანგარიშო პერიოდში გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება
  • საანგარიშო პერიოდში გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულებულიაü
  • საანგარიშო პერიოდში გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია ნაწილობრივ/არ არის შესრულებული

შენიშვნა:იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებები არ არის შესრულებული ან შესრულებულია ნაწილობრივ, ქვემოთ მითითებულ ველში უნდა შეივსოს შესაბამისი ინფორმაცია - კონკრეტული ვალდებულებების შეუსრულებლობისან ნაწილობრივ შესრულების მიზეზების და შესრულების ვადების შესახებ.

 
  1. პროექტის საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი შედეგების შესრულების ანგარიში

N

პროექტის გეგმა-გრაფიკით დასახული შედეგი

შედეგის ამსახველი თანდართული მასალა

1

მონაცემთა ბაზა

საქართველოს გეოთერმული უბნების შესახებ არსებული გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემები, ვიზუალიზირებული რუკაზე

შენიშვნა: პროგრამული მონიტორინგი ხორციელდება შედეგების შესრულების ანგარიშის განხილვის საფუძველზე

  1. დამატებითი ინფორმაცია

4.1 საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოსა და მიღებული შედეგის მოკლე რეზიუმე (არაუმეტეს 800 სიტყვისა)

დროითი და სივრცული განაწილება გეოთერმომეტრების დროითი და სივრცული განაწილება

პროექტის დაწყებისას შეგროვილი იქნა არსებული გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური მასალა და რუკები. მოხდა მათი გეოინფორმაციულ სისტემებთან მიბმა და ბაზაში შეტანა. შემდგომში ეს რუკები გამოყენებული იქნა საველე დასინჯვების პრიოდში.

საველე დასინჯვებისთვის მიმდინარეობდა მობილური ჯგუფის მიერ, რომელიც გადაადგილება გზებზე ავტომანქანით და სინჯავდა ყველა ტიპის წყალპუნქტის დასინჯვა (წყარო, მდიანარე, ტბა, ჭა და ჭაბურღილი) მთიან რეგიონებში. უშუალოდ წყალპუნქტზე იზომებოდა ფიზიკური პარამეტრები (pH, O2, EC, ტემპერატურა) (Multi-340i/SET მეშვეობით. ხდებოდა წყლის სინჯების შეგროვდება ქიმიური-ძირითადი იონების (IC Chrotograph, Spectroquant® Colorimeters, Flame Photometer etc) და მათი იზოტოპური შემადგენლობა (Laser Spectrometer და HPLC) დადგენის მიზნით. სტაბილური იზოტოპებისა და ჰიდროქიმიური ანალიზები ტარდებოდა გეოფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. გაზომვის შედეგები შეტანილი იქნა ბაზაში.

 

ნახ. 1 დასინჯვის პუნქტების განლაგება

მონაცემთა ბაზის შექმნა მულტიპარამეტრული მონაცემთა ბაზის შექმნა

პროექტის ამოცანების შესასრულებლად შეიქმნა მრავალი პარამეტრის მომცველი მონაცემთა ბაზის სტრუქტურა, რომელიც შესაძლებლია დამუშავდეს GIS და სხვა სპეციალიზირებული პროგრამების მეშვეობით. მასში თავს იყრის და მუშავდება ყველა სახის გეოლოგიური, გეოფიზიკური და ჰიდროგეოლოგიური მასალა და რუკები. ასევე, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების (ჭები და ცხელი წყაროები) ჰიდროგეოქიმიური და იზოტოპური შემადგენლობა, საველე დასინჯვის მონაცემები და მონიტო­რინგის დროს მოპოვებული მონაცემები. პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ ვებგვერდის საშუალებით (www.hggrc.net). 

ჰიდროქიმიური და იზოტოპური შემადგენლობის მონიტორინგის ქსელის შექმნა

იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო კლიმატისა და ეკოლოგიური ფაქტორების თერმული წყლის სისტემებზე გავლენის შეფასება, გამოყენებული იქნა მონაცემები და დაემატა ახალი სადგურები სხვადასხვა სპეციალური ქსელებს:

როგორც ატმოსფერულ ნალექებზე, ასევე ზედაპირულ წყლებზე, არაღრმა მიწისქვეშა წყლებსა და ღრმა მიწისქვეშა წყლებზე.

ატმოსფერულ ნალექებზე დაკვირვებების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულს სააგენტოსთან გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად ხდებოდა სტაბილური იზოტოპების სინჯების აღება მათ მეტეო ქსელზე და ჩვენთვის მოწოდება ანალიზისთვის. ასევე, სისტემატიურად გადმოგვეცემოდა იგივე სადგურების ყოველდღიური მეტეო მონაცემები (ნალექების რაოდენობა და ჰაერის ტემპერატურა). მათ მიერვე ხდება ყოველთვიური სინჯების აღება მდინეების სარეჟიმო სადგურებიდანაც. ასევე, წყლის ხარჯის და ტემპერატურის მონაცემების მოწოდება.

ზედაპირულ წყლებში იზოტოპური შემადგენლობის შესწავლის მიზნით, არსებული მემორანდუმის ფარგლებში, გაერთიანებული წყლის კომპანიის თანამშრომლების მიერ ხდებოდა წყლის სინჯების ყოველთვიური აღება და მოწოდება.

გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის არსებულ არაღმა ჰიდროგეოლოგიურ ჭაბურღილების ქსელზე ექვს თვეში ერთხელ ატარებდა დასინჯვებს და სტაბილური იზოტოპების სინჯების ჩვენთვის მოწოდებას ანალიზისთვის. ხოლო მათ მიერ ხორციელდებოდა იმავე პერიოდის წყლის ქიმიური შემადგენლობის ანალიზი. მიღებული მონაცემები ანალიზდება კომპლექსურად. ამ ქსელიდან დამატებით მოგვეწოდებოდა ჰიდროგეოდინამიკური (წყლის დონის წნევა, ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა, EC და ა.შ.) პარამეტერბის მონაცემები. მიღებული მონაცემები გამოყენებული იქნება სტაბილური იზოტოპებისა და გეოქიმიური პარამეტრების დროებითი ვარიაციის ხასიათის დასადგენად (ფონური მნიშვნელობები, სეზონურობა და სხვა).

რეჟიმული დაკვირვებები ორგანიზებული იქნა შემდეგ მეტეო-სადგურებზე:

ჭალადიდი, ქუთაისი, ქობულეთი, ახალციხი, სურამი, ბაკურიანი, ლიკანი, ხერთვისი, თბილისი, დედოფლის-წყარო, გორი.

შემდეგ ჰიდრო-სადგურებზე:

მდინარე რიონი „ჭალადიდი“, მტკვარი „თბილისი“.

ზედაპირული წყლების სარეჟიმო სადგურები:

სამტრედია, თერჯოლა, ხარაგაული, ზესტაფონი, ბაღდათი, გურჯაანი, საგარეჯო, შორაპანი, საირმი,

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჭაბურღილები:

გამარჯვება , ფიჩხიბოგირი, სანავარდო, გურჯაანი კორპუსი, გურჯაანი სტადიონთან, ზეგაანი, მუკუზანი, კალაური, ვაჩნაძიანი, ბუშეტი, კურდღელაური, მედაანი, კაჭრეთი, თულარი, ქეშალო, ნაესაკაო, წყემი, ჭალადიდი, ჯურყვეთი, შუხუთი

გეოფიზიკსი ინსტიტუტის ღრმა ჭები

ჭყვიში და ზანავი

 

ნახ. 2 სარეჟიმო ქსელის სადგურების განლაგება

გეოინფორმაციულ სისტემაში მონაცემთა ბაზის შევსება

გეოთერმული უბნებიდან მიღებული გეოლოგიური, ქიმიური, იზოტოპური მონაცემები თავს იყრის ერთიან ბაზაში სადაც მოხდება მათი სინთეზი. ამის შემდგომ განხორციელდება სისტემების კონცეპტუალური ჰიდროთერმული მოდელის შექმნა, რომელიც აღწერს გეოთერმული სისტემების რეზერვუარის ტემპერატურების განვითარების პირობებს.

ნაწილობრივ დაიწყო მონაცემთა დამუშავება, რაც ასახული იქნა სამეცნიერო ჟურნალის სტატიაში (იხილეთ დანართი). 

4.2 სირთულეები, პროექტის განხორციელების პროცესში

სირთულეები

სირთულეების გამომწვევი მიზეზები

გადაწყვეტის გზები

(რა ზომები იქნა მიღებული არსებული სირთულეების გადასალახად)

1

არ დაფიქსირებულა

   

2

     

შენიშვნა: უნდა ჩაიწეროს სხვადასხვა ტიპის სირთულეები. მაგ: სამეცნიერო მუშაობისას წარმოქმნილი სირთულეები, ტექნიკური სირთულეები და სხვა.

გრანტის მიმღები წამყვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერა და ბეჭედი:

–––––––––––––––––––––––––––

ბ.ა

საგრანტო პროექტის ხელმძღვანელის ხელმოწერა:

–––––––––––––––––––––––––––

ანგარიშის ჩაბარების თარიღი:

დანართი

Geothermometers.docx
Anomalies